loader

აპირებს თუ არა "ოცნება" ძალის გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე მთავრობის გეგმების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აპირებს თუ არა "ოცნება" ძალის გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე მთავრობის გეგმების შესახებ

ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 15:00 საათზე ჩანიშნულ ბიუროს სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ყველას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, იმოქმედონ კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად. მთავარი კანონის განხორციელებაა. პატივს ვცემ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლებას, მაგრამ პარლამენტის ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს“, - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებულია და აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.