loader

პირველი ფოტო და აქამდე უცნობი ინფორმაცია ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ფოტო და აქამდე უცნობი ინფორმაცია ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

17 ნო­ემ­ბერს ვა­კე­ში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი". რო­გორც AMBEBI.GE-ს ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა უამ­ბო, ლე­ვან აბა­ში­ძემ, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დედა და და დახოცა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო დახ­მა­რე­ბის­თვის ცენ­ტრს რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა.

ლე­ვან აბა­ში­ძე წე­რილ­ში, რო­მე­ლიც 2016 წლის 9 სექ­ტემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს" მი­მარ­თავს და წერს, რომ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სდევ­ნი­ან.

ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს წე­რი­ლის ასლი და ლე­ვან აბა­ში­ძის ფოტო ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და.