loader

დაკავებულებმა და მათმა მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზში ჰიმნი იმღერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულებმა და მათმა მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზში ჰიმნი იმღერეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა.

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არცერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი გადაიდო.

ავტორი: თამთა კაკაურიძე