loader

ხმაური და უწმაწური შეძახილები საქალაქო სასამართლოს ფოიეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და უწმაწური შეძახილები საქალაქო სასამართლოს ფოიეში

თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ხმაურია. ხმაური მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც 18 ნოემბერს დაკავებულ რამდენიმე პირს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოში შეკრებილი მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლისა და ბიძინა ივანიშვილის მისამართით სკანდირებენ.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული პირები: ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, ელგუჯა ბაგრატიონი, გურამ მჭედლიშვილი, გიორგი ბუნტური და ლუკა ჭიჭინაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.

ბექა ბასილაიას 13-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ელგუჯა ბაგრატიონს - 12-დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს - 7-დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

გურამ მჭედლიშვილს 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.

ავტორი: ნინი თვარაძე