loader

"კარგ ადგილზე შევთანხმდით" - ოპოზიციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგ ადგილზე შევთანხმდით" - ოპოზიციის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს ბოქლომი დაადეს

ცენტრალური შენობის კარი არ ჩაიკეტება. ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს, დავაკავებთ, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობენ.

როგორც სირაძე აცხადებს, შენობის ბლოკირება კანონდარღვევაა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს მიუთითეს სხვა ადგილი, სადაც ფორმალურად შეუძლიათ ბოქლომის დადება, მაგრამ ისინი პროვოკაციას მიმართავენ.