loader

"ქართული ოცნების" ოფისთან სამი აქტივისტი დააკავეს - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" ოფისთან სამი აქტივისტი დააკავეს - პირდაპირი ეთერი

პოლიციამ "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრი დააკავა. პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. სწორედ ამის გამო დაიწყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, რაც აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.

შეგახსენებთ, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

ისინი სკანდირებდნენ: "მონებო" და "შეცვალე".