loader

11 000 ბავშვი ქარსის მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობს, მოპოვებულ პროდუქტს კი მთელი მსოფლიო იყენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 000 ბავშვი ქარსის მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობს, მოპოვებულ პროდუქტს კი მთელი მსოფლიო იყენებს

მადაგასკარში, ქარსის მომპოვებელ მაღაროში ათასობით არასრულწლოვანი მუშაობს. The Guardians-ის ინფორმაციით, ბავშვები მაღაროში უმძიმეს პირობებში მუშაობენ. ქარსის მომპოვებელ მაღაროში კანონის დარღვევით,  დაახლოებით, 11 000 ბავშვი მუშაობს. არასრულწლოვნები მაღაროში დასაქმებული ადამიანების ნახევარზე მეტს შეადგენენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მადაგასკარის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ მინერალ ქარსს საღებავების დასამზადებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. მას განსაკუთრებით ფართო გამოყენება კოსმეტიკაში აქვს. მადაგასკარში მოპოვებული ქარსის 90% ექსპორტზე ჩინეთში გადის.