loader

კიდევ ერთი ვიდეო "კანონიერი ქურდების" დახოცვის ადგილიდან - სროლის მომენტში იქ მცირეწლოვანიც იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი ვიდეო "კანონიერი ქურდების" დახოცვის ადგილიდან - სროლის მომენტში იქ მცირეწლოვანიც იმყოფებოდა

სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.

ასევე იხილეთ: მომენტი, როცა სოხუმში "კანონიერი ქურდები" ჩაცხრილეს - ვიდეოთვალის კადრები

სროლა სოხუმში, რესტორანთან - მოკლულია 3 და დაჭრილია 3 ადამიანი