"მთავარია, გადარჩით" - როგორ გამოიყურება მანქანა, რომელსაც მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა
21:26 / 24-11-2019
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო სადენებიდან გაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაჩერებულ მანქანას მოულოდნელად გაუჩნდა, მძღოლი კი დახმარებას ითხოვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო დახმარების ეკიპაჟები.
ვიდეო: "ინფო რუსთავი"