loader

კადრები პარლამენტის ეზოდან, რომელიც პოლიციის ავტობუსებით, სასწრაფოსა და სახანძროს მანქანებით არის სავსე - სრული სპეციალური მობილიზება პიკეტირების მოლოდინში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები პარლამენტის ეზოდან, რომელიც პოლიციის ავტობუსებით, სასწრაფოსა და სახანძროს მანქანებით არის სავსე - სრული სპეციალური მობილიზება პიკეტირების მოლოდინში

პარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, "112"-ის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც. ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.