loader

მომენტი, როდესაც პარლამენტთან შოკურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს, რომელმაც წყლის ჭავლში მოყოლის შედეგად, სხეულის გადაციება მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომენტი, როდესაც პარლამენტთან შოკურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს, რომელმაც წყლის ჭავლში მოყოლის შედეგად, სხეულის გადაციება მიიღო

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მას სხეულის გადაციება აქვს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.

ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სწორედ სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.