loader

როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებს

თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან.

BBC-ის ცნობით, ათასობით ადამიანი ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს დედაქალაქში აქციები უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც მიმდინარეობს.

"დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მიმდინარე სისტემა ხელსაყრელია მმართველი, "ქართული ოცნების" პარტიისთვის. აქციის მონაწილეებმა დაბლოკეს პარლამენტის შესასვლელები, რათა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლონ სამშაბათის სესიაზე დასწრება", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.



ავტორი: გიორგი ლორია