loader

უნდა დაეშალა თუ არა სპეცრაზმს მომიტინგეები წყლის ჭავლით ცივ ამინდში - რა წერია გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა დაეშალა თუ არა სპეცრაზმს მომიტინგეები წყლის ჭავლით ცივ ამინდში - რა წერია გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოში

გასული 10 დღის განმავლობაში, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას უკვე ორჯერ მოჰყვა ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეთა ასეთი სახით დაშლის გადაწყვეტილება. ამ თემას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენთვის კი ყველაზე საინტერესო და ყურადღების მიმპყრობი სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის, თათული თოდუას მოსაზრება იყო თემაზე - რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მომიტინგეთა დაშლისთვის წყლის ჭავლის გამოყენება. თათული თოდუამ ამ თემაზე "ფეისბუქსტატუსი" დაწერა და ის გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოდან ციტირებს. სწორედ ამ რეკომენდაციებს ეყრდნობა გიორგი ლორიას სიუჟეტი.