loader

პირდაპირი კადრები პანკისის ხეობიდან - 2 გვარის დაპირისპირების დროს მოკლული ექსპერტიზაზე გადაჰყავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები პანკისის ხეობიდან - 2 გვარის დაპირისპირების დროს მოკლული ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

არსებული ინფორმაციით, პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილი ექსპერტიზაზე გურჯაანში გადაასვენეს. როგორც "პალიტრავიდეოს" კორესპონდენტი ახმეტიდან იუწყება, ამის შესახებ მოკლულის ნათესავები საუბრობენ.

ამასთან, ოთხი დაჭრილიდან ახმეტის საავადმყოფოში ერთი პირი რჩება. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ერთი დაჭრილი უკვე გაეწერა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კიდევ ერთი დაჭრილი თელავის საავადმყოფოშია. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება კიდევ ერთი დაჭრილი.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.


ავტორი: თიკო გურაშვილი

ასევე იხილეთ: "ჩვენ ქისტები ვართ და ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ ჩვენი ადათით და წესებით!" - პანკისში მოკლულის ბიძაშვილი

პირდაპირი ეთერი პანკისიდან - მოკლულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი

"ეს ადამიანი, რომელიც მოკლეს, ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას" - პანკისში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი - დაჭრილი

"ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო, ადგილობრივი ჯგუფი გარიგებული იყო სუს-თან" - პანკისელი ლუიზა მუთოშვილი ხეობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე

4 დაჭრილი და 1 დაღუპული - პანკისის ხეობაში შელაპარაკება, სავარაუდოდ, ჰესის მშენებლობის გამო მოხდა