loader

"ჩვენ ქისტები ვართ და ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ ჩვენი ადათით და წესებით!" - პანკისში მოკლულის ბიძაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ქისტები ვართ და ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ ჩვენი ადათით და წესებით!" - პანკისში მოკლულის ბიძაშვილი

პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს ახმეტის კლინიკასთან განუცხადეს, სადაც მუთოშვილი პანკისიდან მიიყვანეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, პანკისში დაპირისპირებისა და გარჩევის შესახენ იცოდა თუ არა პოლიცია, მუთოშვილის ნათესავი პასუხობს:"პოლიციამ ყველაფერი იცოდა".

სხვა კომენტარი მათ ჟურნალისტებთან არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ავტორი: თიკო გურაშვილი

ასევე იხილეთ: პირდაპირი კადრები პანკისის ხეობიდან - 2 გვარის დაპირისპირების დროს მოკლული ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

პირდაპირი ეთერი პანკისიდან - მოკლულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი

"ეს ადამიანი, რომელიც მოკლეს, ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას" - პანკისში დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი - დაჭრილი

"ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო, ადგილობრივი ჯგუფი გარიგებული იყო სუს-თან" - პანკისელი ლუიზა მუთოშვილი ხეობაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე

4 დაჭრილი და 1 დაღუპული - პანკისის ხეობაში შელაპარაკება, სავარაუდოდ, ჰესის მშენებლობის გამო მოხდა