loader

კალაძეს "ლაივში" შეუვარდნენ - "ვაიმე, ეს ბავშვები რა დღეში არიან!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალაძეს "ლაივში" შეუვარდნენ - "ვაიმე, ეს ბავშვები რა დღეში არიან!"

ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რომლის ნაცვლად, 4 000 კვ.მ-ზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი განთავსდა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებელი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, სკვერში ბავშვთა გასართობი პროგრამა არის წარმოდგენილი.

საღამო ბენდის - „Seenთეზი“ კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო.