რაში დაიხარჯება ის ფული, რომელსაც ტრამპი ნატოს დააკლებს და საქართველოს მოახმარს - CNN-ის სტატიის დეტალები
11:49 / 29-11-2019
ამჟამად აშშ-ის კონტრიბუცია ნატოს ბიუჯეტში 22%-ია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, ეს მაჩვენებელი შეამციროს 16%-მდე. საუბარია არა წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტზე, რაც წევრი ქვეყნების მშპ-ის 2% უნდა იყოს, არამედ ნატოს საორგანიზაციო ხარჯების პირდაპირ ბიუჯეტზე, რაც CNN-ის თანახმად, შედარებით ნაკლებია — 2.5 მლრდ აშშ დოლარი.
CNN-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ის თანხა, რასაც აშშ დაზოგავს, გამოყენებულ იქნება არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებზე ევროპაში, არამედ პროგრამებზე ნატოს არაწევრ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, რომლებსაც აშშ-ში განიხილავენ, როგორც რუსეთთან „ფრონტის ხაზზე მდგარ სახელმწიფოებს“.