loader

"სად მიყოფთ ხელს, ქალბატონო?!" - რა ხდებოდა საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც მანდატურები აქტივისტებს ლობიოს დათესვის საშუალებას არ აძლევდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სად მიყოფთ ხელს, ქალბატონო?!" - რა ხდებოდა საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც მანდატურები აქტივისტებს ლობიოს დათესვის საშუალებას არ აძლევდნენ

მოძრაობა "გაბედეს" წევრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს, თუმცა წინააღმდეგობის მოუხედავად, მათ მაინც შეძლეს გარკვეულ ტერიტორიაზე მარცვლების მიმობნევა.

ამის შემდეგ მოძრაობის წევრებმა ლობიო თბილისის სასამართლოს ეზოს გარეთ დათესეს. 

მათი თქმით, ყველა ადამიანს, ვინც გავა და შემოვა სასამართლოში, ამ ლობიოს პლანტაციების გავლა მოუწევს. აქტივისტების განმარტებითვე, სასამართლოს მანდატურებმა მათ თავდაპირველად განუცხადეს, რომ ლობიოს დათესვაში ხელს არ შეუშლიდნენ, თუმცა დათესვის დროს წინააღმდეგობა მაინც გაუწიეს.

ასევე იხილეთ: "ოცნების" ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა 41 მარცვალი ლობიო აყარეს - "ამისთვის არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს"