loader

ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებმა მიკროფონებით "დაბომბეს" - "თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ?" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებმა მიკროფონებით "დაბომბეს" - "თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ?"

ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ, - ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებულმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ილია ჯიშკარიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არც სხდომის დაწყებამდე გაუკეთებია.

ილია ჯიშკარიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან 21-ის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა. სწორედ აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, უნდა გასცეს პასუხი დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარეს.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.