"ოცნების" ოფისთან მდგომარეობა დაიძაბა - ერთმანეთს "შეცვალეს“ აქტივისტები და "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები დაუპირისპირდნენ
20:19 / 02-12-2019
„შეცვალეს“ აქციაზე „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეძახილებით მივიდნენ - „გაყარეთ ესენი აქედან“, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საპატრულო პოლიცია ამ დრომდე ცდილობს ვითარების განმუხტვას და დაპირისპირებული მხარეების ადგილიდან გაყვანას.