loader

ბელარუსისა და რუსეთის ქორწინება - ორი ქვეყანა მთავრობასა და პარლამენტს აერთიანებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელარუსისა და რუსეთის ქორწინება - ორი ქვეყანა მთავრობასა და პარლამენტს აერთიანებს

მედიის ინფორმაციით, 2019 წლის 8 დეკემბრისთვის, ბელარუსი და რუსეთი გეგმავენ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ.
1999 წლის 8 დეკემბერს, ანუ ზუსტად 20 წლის წინ, რუსეთსა და ბელარუსს შორის, ხელი მოეწერა დოკუმენტს საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ. პროცესი უკვე 20 წელია მიმდინარეობს და ორი სახელმწიფოს ეტაპობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლადიმიერ სიმაშკომ ბელარუსულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ინტეგრაცია ერთიან საგადასახადო კანონმდებლობას, ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის საერთო ბაზრების შექმნას, ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბებას მოიცავს".
მისივე თქმით, რუსეთმა და ბელარუსმა 31 დან 21 საგზაო რუქა უკვე შეათანხმა.
რუსული პრესის განცხადებით, ბელარუსის მოსახლეობის 90 პროცენტი თანახმაა რუსეთთან კავშირზე. თუმცა, როგორც ამ გამოკითხვაში გამოჩნდა, 30 პროცენტზე მეტი, თანახმა მხოლოდ პარტნიორობაზე იყო.

ავტორი: გიორგი ლორია