loader

"გაითიშება ეს კამერები და მერე იცი შენ ძალიან კარგადაც" - ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირებაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაითიშება ეს კამერები და მერე იცი შენ ძალიან კარგადაც" - ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირებაა

ქობულეთის მერიის შენობაში დაპირისპირება გრძელდება. "უნამუსო "ზონდერები" და განგსტერები ხართ", - ასე მიმართავენ დაპირისპირებულიმხარეები ერთმანეთს.

ქობულეთის მერიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მივიდნენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მის თანაგუნდელებს ქობულეთის საკრებულოში მუშაობის შესაძლებლობა ერთმევათ.

თავის მხრივ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ოპონენტებს განუცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მუშაობაში ხელი არ ეშლება და ისინი პროვოკაციას აწყობენ.

ქობულეთის მერიის შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად მირიან ქათამაძე და ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.