loader

რა ხდება ზუგდიდში ამ წუთებში - დაპირისპირება "ნაციონალების" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ზუგდიდში ამ წუთებში - დაპირისპირება "ნაციონალების" ოფისთან

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები, მათ ასევე შენობას კვერცხები დაუშინეს. პოლიცია ადგილზე ჯერჯერობით არ მისულა.

მანამდე კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს. ისინი სკანდირებდნენ „არა ნაცებს“, „არა მიშას“.