loader

ვინ არის ბერი, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ბერი, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. სააგენტოს შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ამოღებული ნარკოტიკის სახეობა ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება - შენახვას გულისხმობს.