loader

"ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა" - დედა პედაგოგს მის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა" - დედა პედაგოგს მის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს

ცირა ხაბურძანია სოციალურ ქსელში წერს პოსტს, რომელშიც ამბობს, რომ მის შვილს ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა თმა ააგლიჯა. "რვა წლის, მესამე კლასელმა, ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ, გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას. ( ოფიციალურ წერილს ვაგზავნი საქართველოს განათლების მინისტრთან, შშს მინისტრთან და სახალხო დამცველთან, მოვითხოვ რეაგირებას ამ და მსგავს ფაქტებზე)".