loader

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წელს მისი ნაბიჯები "საქართველოს აგრესიულ ქმედებებზე" რეაქცია იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო" - მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წელს მისი ნაბიჯები "საქართველოს აგრესიულ ქმედებებზე" რეაქცია იყო

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის თქმით, მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიუღია, 2008 წელს "საქართველოს აგრესიულ ქმედებებზე" რეაგირების საკითხი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაზე რთული გადაწყვეტილებები არის ის, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანას ან ხალხს.

"ერთხელ მე მივიღე გადაწყვეტილება საპასუხო მოქმედებების შესახებ საქართველოს მხრიდან აგრესიაზე. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს გახლდათ გარდაუვალი და ერთადერთი გამოსავალი", - თქვა მან.