loader

როგორ ადასტურებს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორი იმ ფაქტს, რომ ყველა მშობელმა იცოდა რა სახის ფოტოსესია იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ადასტურებს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის პროკურორი იმ ფაქტს, რომ ყველა მშობელმა იცოდა რა სახის ფოტოსესია იყო

"ყველა მშობელმა იცოდა, თუ რა სახის ფოტოსესია იყო, რა მიზნით გამოიყენებოდა ეს ფოტოები და იცოდნენ, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი ეს ფოტოები", -ამის შესახებ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რით დასტურდება, რომ მშობლები იყვნენ ინფორმირებული, თუ რა მიზნით გამოიყენებოდა ფოტოები, პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდება მტკიცდება გამოძებისთვის მოპოვებული მტკიცებულებებით.

"მოპოებულია მტკიცებულებები, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აგრეთვე, კომპიუტერული სისტემიდან იქნა გამოთხოვილი მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში. მიმოწერა იყო ბრალდებულებს შორის, როგორც ამ ბრალდებულების, ასევე წინა ბრალდებულების, რომელთაც უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ ბრალდებულები თვითონ აქტიურობდნენ ყოფილიყო ფოტოსესია, დასტურდება ასევე, ფულის აღების ფაქტი და დასტურდება, რომ იცოდნენ, რა სახის ფოტოსესია იყო", - განაცხადა საქმის პროკურორმა.