loader

"ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის-პროტესტი გაგრძელდება" - მამუკა ხაზარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის-პროტესტი გაგრძელდება" - მამუკა ხაზარაძე

ფაქტის სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მხარეებს შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს.

"დღეს აჭარაში ვართ შესაბამისად და იქ დავით უსუფაშვილი წარმოგვადგენს. თან იცით, რომ შეზღუდული ფორმატია. იგი ამ დიალოგში მონაწილეობდა. დაველოდებით ყურადღებით რა განვითარება ექნება. ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის, რა ტიპის კომპრომისი იქნება ეს ვნახოთ, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ მიიღებს იმ კანონს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.