loader

შსს სიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ცოლის ძმის დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს სიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ცოლის ძმის დაკავების კადრებს აქვეყნებს

სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სიძის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ცოლის ძმა დააკავა.

დაკავებული 1996 წელს დაბადებული პირია, რომელსაც უწყება განზრახ მკვლელობას ედავება.
არსებული ინფორმაციით, სიძე ცოლის ძმამ ცულით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა 6 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება