loader

რატომ სურს თანამდებობიდან წასვლა ლევან სურგულაძეს, რომლის ხელფასიც 10 000-დან 15 000 ლარამდეა განსაზღვრული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ სურს თანამდებობიდან წასვლა ლევან სურგულაძეს, რომლის ხელფასიც 10 000-დან 15 000 ლარამდეა განსაზღვრული

რატომ სურს თანამდებობიდან წასვლა ლევან სურგულაძეს, რომლის ხელფასიც 10 000-დან 15 000 ლარამდეა განსაზღვრული

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. მან შესაბამისი განცხადება დღეს "საპენსიო სააგენტოს" სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ფინანსთა სამინსიტრომ ვაკანსია მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც სულ 70 განაცხადი შევიდა. ვაკანსიის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო - 10 000-დან 15 000 ლარამდე იყო განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ლევან სურგულაძე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. ჯგუფი 2014 წელს ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა და ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას წარმოადგენს.

ამასთან, რეესტრის მონაცემებით, სურგულაძე ფლობს რამდენიმე კომპანიის წილს. კერძოდ, სურგულაძის საკუთრებაშია: შპს "კავკასიის ავტოსერვისის" 28.335%-იანი; შპს "კაუკასუს პეინტსის" 25% -იანი და შპს "კაუკასუს რეალ ესთეითის" 28.335%-იანი წილები.