loader

რა ვიცით "პატარა იოდაზე" და რატომ შეგვაყვარა მან თავი სიგიჟემდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით "პატარა იოდაზე" და რატომ შეგვაყვარა მან თავი სიგიჟემდე

სერიალ "მანდალორიანის" პრემიერის შემდეგ დღე არ გავა ისე, რომ პატარა იოდაზე მიმი არ გაკეთდეს. სერიალის პოპულარობა კი არა მხოლოდ ვარსკვლავური ომების სამყაროს, არამედ სწორედ ამ პატარა პერსონაჟის დამსახურებაცაა.

Reddit-ის მომხმარებლებმა არაერთი თეორია გამოაქვეყნეს და მათი მოსაზრებების მიხედვით, ეს პატარა არსება „ვარსკვლავური ომების“ იოდას კლონი, შვილი ამ საერთოდაც, რეინკარნაციაა.

რა ვიცით პატარა იოდაზე?

მასზე ბევრ ინფორმაციას არც არავინ ფლობს, თუმცა პატარა იოდა არ არის მაგისტრი ჯედაის ახალგაზრდა ვერსია „ვარსკვლავური თამაშებიდან“.
პატარა იოდა სერიალ „მანდალორიანის“ პირველ ეპიზოდში ჩნდება, სადაც თავებზე მონადირეებს დაიქირავებენ, რათა ბავშვი ნებისმიერ ფასად ჩაიგდონ ხელში - ცოცხალი ან მკვდარი. თუმცა, პატარას ხილვის შემდეგ, მთავარი პერსონაჟი მის გადარჩენას გადაწყვეტს და თავისი თავგადასავლების თანამგზავრად აქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ იოდა პატარაა, ის 50 წლის არის. "ვარსკვლავური თამაშების" მიხედვით, მაგისტრ ჯედაის მსგავსად, მასაც შეუძლია ძალის გამოყენება.