loader

როგორ დაიძაბა დიპლომატიური ურთიერთობები მერკელსა და პუტინს შორის საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმის გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაიძაბა დიპლომატიური ურთიერთობები მერკელსა და პუტინს შორის საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმის გამო

აგვისტოში, ბერლინში ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხმა გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობები იმდენად დაძაბა, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ-გრატას სტატუსი მიანიჭა, ახლა ეს საკითხი უკვე "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტზეც მოხვდა და ამ თემაზე კომენტარებს ორი ქვეყნის პირველი პირები - კანცლერი მერკელი და პრეზიდენტი პუტინი აკეთებენ.

პუტინი საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირს უარყოფს, ზელიმხან ხანგოშვილს კი "ბანდიტსა" და "მკვლელს" უწოდებს. რუსეთის მეთაური ამტკიცებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და ამასთან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, "მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს".