loader

"შენ ჩემთვის ეგ არ უნდა გეკადრებინა!" - შელაპარაკება მაჩალიკაშვილსა და მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წევრებს შორის, როცა მათ რუსთაველზე კარავი დადგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ ჩემთვის ეგ არ უნდა გეკადრებინა!" - შელაპარაკება მაჩალიკაშვილსა და მოძრაობა "შევინარჩუნოთ სიცოცხლის" წევრებს შორის, როცა მათ რუსთაველზე კარავი დადგეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წევრებსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

მოძრაობის „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ ერთ-ერთი წევრის განცხადებით, მათ მალხაზ მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ისინი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს აპროტესტებენ.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიციას, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის არავის მისცემს უფლებას, რომ მისი შვილის ბანერის წინ კარავი განათავსონ.

ცნობისთვის, დღეს მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრებმა პარლამენტის წინ კარავი გაშალეს. კარავზე გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია გაკრული. მოძრაობის წევრების თქმით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს აპროტესტებენ.