loader

გაიზრდება თუ არა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური - რას ამბობს ქალაქის მერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიზრდება თუ არა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური - რას ამბობს ქალაქის მერი

კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო და მოლაპარაკებებში მონაწილეებს, მათ შორის, ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა.

"დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას. ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოწურული აქვს. "მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვი", -აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება.