loader

2 დაკავებული, იარაღი და ფული - სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე ახლო ხედით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 დაკავებული, იარაღი და ფული - სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე ახლო ხედით

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, ამოღებულია იარაღი და ფული. დაკავებულია ორი პირი.

თვითმხილველების ინფორმაციით, "BMW"-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მაქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული - დოლარის და ლარის კუპიურები.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ავტორი: თაზო ზარიძე

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ცინცაძის ქუჩიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს