loader

"დაწყებულია პიკეტირება. ამ სამარცხვინო კლოუნებს ნორმალურად შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ" - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაწყებულია პიკეტირება. ამ სამარცხვინო კლოუნებს ნორმალურად შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ" - გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში შესვლა დილით ადრე, 06:30 საათიდან დაიწყეს.

გიგა ბოკერია აღნიშნულს მმართველი გუნდის შიშს უკავშირებს.

რაც შეეხება პიკეტირებას, ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, პარლამენტის პიკეტირება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უმრავლესობის წევრ დეპუტატებს მუშაობაში დისკომფორტი შეექმნათ.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე მიდიან. მათ პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეძახილებით - „მონა“ ხვდებიან.

საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.