loader

როგორ გამოიყურებოდა ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოზე - შიდა კადრები პროცესიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებოდა ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოზე - შიდა კადრები პროცესიდან

პოლიციელის ჩვენებით, თურმე, 20 ივნისის აქციაზე ხალხი რუსი დეპუტატის, გავრილოვის პარლამენტიდან გამოსვლას აპროტესტებდა და არა შესვლას. ამ მოწმეებით აპირებენ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ განაჩენის დაყენებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც 4 სამართალდამცავი დაკითხეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის კითხვაზე, თუ რას აპროტესტებდა 20 ივნისს პარლამეტთან ხალხი, განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები "გავრილოვის პარლამენტიდან გამოსვლას" აპროტესტებდნენ. აღნიშნულს დარბაზში მსხდომთა მხრიდან სიცილი მოჰყვა.