loader

"ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს საჯაროდ აგინებს: "პროვოკატორები ხართ, თქვენი დედაც!" - პოსტს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილეც ეხმიანება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნების" საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს საჯაროდ აგინებს: "პროვოკატორები ხართ, თქვენი დედაც!" - პოსტს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილეც ეხმიანება

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, - წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვას აპირებს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი თავის განცხადებაში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ღონისძებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველას არ „ეზეიმება“.