loader

შთამბეჭდავი კადრები სამაშველო ოპერაციიდან - როგორ აიყვანეს მაშველებმა სპეციალური ტექნიკით 3000 მეტრზე მყოფი მამაკაცი ლენტეხში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შთამბეჭდავი კადრები სამაშველო ოპერაციიდან - როგორ აიყვანეს მაშველებმა სპეციალური ტექნიკით 3000 მეტრზე მყოფი მამაკაცი ლენტეხში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.