loader

"არ ვარ არც მაღალი, არც დაბალი..." - კამათი ალეკო ელისაშვილსა და "ოცნების" წევრებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვარ არც მაღალი, არც დაბალი..." - კამათი ალეკო ელისაშვილსა და "ოცნების" წევრებს შორის

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ჩოხატაურში, სადაც მოძრაობის წევრები კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარი“ ფარგლებში იმყოფებიან, „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებსა და საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოძრაობა ჩოხატაურში ჩავიდა იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის შესახებ მოსახლეობასთან ესაუბრა, თუმცა, სხვა რეგიონების მსგავასად შეხვედრას აღნიშნულ რეგიონშიც კამათის გარეშე არ ჩაუვლია.