loader

ხმაური საკრებულოსთან, სადაც იმ დეპუტატის გადადგომას ითხოვენ, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური საკრებულოსთან, სადაც იმ დეპუტატის გადადგომას ითხოვენ, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა

"ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს. აქცია "სამოქალაქო მოძრაობის" მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის დეპუტატობისთვის შეუფერებელია.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ „იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.