loader

"სუნი რომ არ დააყენოთ, მაგიტომ არ გიშვებთ" - ხმაური, დაპირისპირება და ფურცლების ფრიალი ბიუროს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სუნი რომ არ დააყენოთ, მაგიტომ არ გიშვებთ" - ხმაური, დაპირისპირება და ფურცლების ფრიალი ბიუროს სხდომაზე

ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ განმარტებას, რატომ არ აძლევენ პატიმრებთან შესვლის უფლებას ოპოზიციის წევრებს. თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან მივიდა და ამ საკითხზე არჩილ თალაკვაძისგან განმარტების მიღებას ითხოვს, მანდატურის სამსახურის თანამშრომლები კი მის დაწყნარებას ცდილობენ.

ბიუროს სხდომაზე ხმაური დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ფრაზამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას ციხეებში იმიტომ არ უშვებენ, რომ "სუნი არ დააყენონ".

პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ოპოზიციის წარმომადგენლების გაყვანა დაავალა.

მანამდე თალაკვაძე ბოკუჩავასა და რატიანს მოუწოდებდა, ადგილებზე დამსხდარიყვნენ და "ღვედები შეეკრათ".