loader

როგორ გადაჰყავთ 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადაჰყავთ 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში

პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა. მარიანა ჩოლოიანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა, საიდანაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვიდეო: "მთავარი არხი"