loader

"საქართველოს ნაკრების წევრია, ყველა მაგას აქებდა" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პოლიციელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ნაკრების წევრია, ყველა მაგას აქებდა" - ვინ არის ბათუმში დაჭრილი პოლიციელი?

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს, ოთარ თავართქილაძეს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. პოლიციელის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ადგილზე დაჭრილი პოლიციელის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან.

ერთ-ერთი მეგობრის, გოჩა შავაძის თქმით, ოთარ თავართქილაძე საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრია. მისივე თქმით, იგი სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში პოლიციელი ყელის არეში მძიმედ დაჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე


ასევე იხილეთ: "შეიძლება ნასვამია ან რამე ფსიქოტროპული აქვს მიღებული" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ბათუმში პოლიციელის დაჭრის დეტალებზე

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ბრალდებული ადგილზე დააკავა