loader

"სასოწარკვეთილი ვიყავი და..." - რას ამბობს 24 წლის ქალი, რომელმაც ახალშობილი შვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასოწარკვეთილი ვიყავი და..." - რას ამბობს 24 წლის ქალი, რომელმაც ახალშობილი შვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 24 წლამდე ასაკის ქალმა ახალშობილი შვილი ნაგვის ურნაში გადააგდო და მიატოვა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს მოხდა და ბერძნულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც ბერძნული გამოცემები წერენ, ნაგვის ურნა სავსე არ იყო და მას ზედ არაფერი ეყარა. ახალშობილი ბიჭი ნაგავზე ზემოდან იყო მოთავსებული და სწორედ ამიტომ ისმოდა მისი ტირილის ხმა გარკვევით.

გადაგდებული ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კალამატის მერმაც. მან აღნიშნა, რომ ჩვილი სიკვდილს სასწაულის ძალით გადაურჩა.

"ბავშვი სასწაულით არის გადარჩენილი. ეს ტერიტორია დილის 05:00 საათიდან “იღვიძებს”. დღეს კი ნაგვის გასატანად მანქანამ დააგვიანა, რადგან ტექნიკური დაზიანება ჰქონდა. ხომ ხვდებით, იქ რომ მანქანა არ მისულიყო, ბავშვის ტირილს ვერავინ გაიგებდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ნაგავი არ გააქვთ, არამედ ჭყლეტენ მას" - განაცხადა თანასის ვასილოპულოსიმ.

ბერძნული წყაროების მიხედვით, ჩვილის დედა იმ დღესვე იპოვეს სამართალდამცველებმა და მან აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემების გამო შვილის გაზრდას ვერ შეძლებდა, რასაც თან ერთვოდა მისი მძიმე ფსოქოლოგიური მდგომარეობა.

“სასოწარკვეთილი ვიყავი და სწორედ ამან მაიძულა, რომ ბავშვი ნაგავში ჩამეგდო. არ მინდოდა ამის გაკეთება, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ფული არ მაქვს მის გასაზრდელად" - თქვა ახალგაზრდა ქალმა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ის საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და სამსახურის მოძებნას ცდილობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დედა ბავშვის უკან დაბრუნებას მოითხოვს და ნანობს ჩადენილს. ის დაკავებულია ჩვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.