loader

რას ნიშნავს "ხაჭაპურის ინდექსი" და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ქართული ყოფიერებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს "ხაჭაპურის ინდექსი" და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ქართული ყოფიერებისთვის

ხაჭაპურის ინდექსის იდეა ე.წ. ბიგმაკის ინდექსის იდეიდან დაიბადა. ამ პრინციპით არაოფიციალურად განისაზღვრება ქვეყანაში მსყიდველობითი უნარი. "ბიგ მაკის" ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს სავალუტო გაცვლით კურსს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კვლევებს გავლენიანი ჟურნალი "The Economist"-ი 1986 წლიდან ატარებს. რატომ "ბიგ მაკის" ინდექსი? - ეს პროდუქტი საზომად იმის გამო აირჩიეს, რომ თითქმის ყველა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და თან გააჩნია სტანდარტიზებული ზომა და ხარისხი. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა 2011 წელს ხაჭაპურის ინდექსი და მალევე იქცა მსყიდველობითი უნარის ქართულ საზომად.

ინდექსი არის მაჩვენებელი, რომელიც ციფრებსა და პროცენტებში გამოსახავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის თანმიმდევრულ ცვალებადობას. ასეთ ცვლილებებს იკვლევს ხაჭაპურის ინდექსი. ამ ინდექსის დახმარებით ვიგებთ, როგორია ინფლაცია და რამდენია ზრდა სურსათის ფასზე. ინდექსი საკმაო სიზუსტით გვაჩვენებს სამომხმარებლო ფასების საერთო დინამიკასაც.
საქართველოში იმპორტის წილი დიდია. შესაბამისად, გაცვლით კურსზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რაც ფასების ხშირ ცვალებადობას იწვევს. სამწუხაროდ, უმეტესად ფასები მზარდია.

გრაფიკა: გიორგი ახალაია