loader

ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში - დაპირისპირება ღვინის დაწუნების გამო დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეში - დაპირისპირება ღვინის დაწუნების გამო დაიწყო

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო.

საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩვენებაში მ.ხ. ყვება, რომ გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს არ მოეწონათ, რამაც ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა.

ამასთან, მოწმის ჩვენების მიხედვით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო.

ვიდეო: "რუსთავი 2"


ასევე იხილეთ: წარმოუდგენელია, ღვინის ხარისხზე სუფრულ გარჩევას ამგვარი სისასტიკე მოჰყოლოდა, ეს ბრალდებულების ვერსიაა - ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი