loader

"ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია "ფეისბუქ"-გვერდი და იძახე ახლა: "გაუქმდა, გაუქმდა" - კახა კალაძე ჟურნალისტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია "ფეისბუქ"-გვერდი და იძახე ახლა: "გაუქმდა, გაუქმდა" - კახა კალაძე ჟურნალისტს

არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ "ექაუნთებთან" დაკავშირებით არ მაქვს და არც ვიცი, რა "ექაუნთებზეა" საუბარი. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, აღნიშნულ "ექაუნთებთან" ერთად, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდის გაუქმებაზე რას ფიქრობს, კალაძემ განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია ოფიციალური გვერდი".

რაც შეეხება "ფეიკნიუსების" გავრცელების საკითხს, როგორც კალაძემ აღნიშნა, "ფეიკნიუსების" იდეოლოგები "ნაციონალური მოძრაობა" და "მისი განშტოებები არიან".