loader

ქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში არიან - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში არიან - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ერთ-ერთი ბავშვია დაღუპულთა შორისაც.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.