loader

"მე მგონი, ერთი ოჯახი იყო" - ავარიას ქობულეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მგონი, ერთი ოჯახი იყო" - ავარიას ქობულეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათი მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ემსხვერპლნენ

ქო­ბუ­ლე­თი-ოზურ­გე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს სატ­ვირ­თო და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვიც არის. ავა­რი­ის შე­დე­გად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც.  მათი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ისი­ნი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან სამი ერთი ოჯა­ხის წევ­რი, მე­ო­თხე კი მათი ნა­თე­სა­ვია. და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი მა­დო­ნა და ედუ­არდ შა­ში­კა­ძე­ე­ბი და მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, ასე­ვე მათი ნა­თე­სა­ვი 23 წლის გუ­რამ ცე­ცხლა­ძე.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.